ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ – დაჯილდოება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მწერალთა სახლში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ლიტერატურული პრემიის „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. კონკურსის ჟიურიმ საზეიმოდ გამოავლინა ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები 5 ნომინაციაში:
წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი – ნინო სადღობელაშვილი – „განძის თეატრი“ („ინტელექტი“);
წლის საუკეთესო დებიუტი – ნანა ექვთიმიშვილი – „მსხლების მინდორი“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“);
წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ბესიკ ხარანაული – „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ („ინტელექტი“); ზვიად რატიანი – „შენთვის შეიძლება“ („დიოგენე“);
წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი – დათო ქარდავა – „ესავის ხელები“ („ინტელექტი“);

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი – სერია „ამერიკელები“ („დიოგენე“); ყდის დიზაინი: ბესიკ დანელია.
გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო, 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცათ, რომლის ავტორიც მხატვარი მანანა არაბულია.
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა. „ლიტერა“- ერთადერთი კონკურსია, რომელმაც სხვა ნომინაციებთან ერთად, გამარჯვებულებს ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში ავლენს – „ წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი“ და „წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი“. პრემიის შექმნის მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.
კონკურსში „ლიტერა“ მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2015 წელს საქართველოში წიგნად ან ელექტრონულად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს. საკონკურსოდ შემოსული 99 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 22 გადავიდა.

Visited 258 times, 1 visit(s) today