ლიუბლიანაში საქართველო – სლოვენიის მთავრობებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო – სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, საქართველო – სლოვენიის მთავრობებს შორის ორი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს, რომელიც საქართველოსა და სლოვენიის მთავრობებს შორის ეკონომიურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთათვის ვიზების გამარტივებას ეხება.

როგორც ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის შეთანხმებების ხელმოწერა მოწმობს, რომ ქვეყანებს შორის ორმხრივი თამნამშრომლობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

Visited 188 times, 1 visit(s) today