ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში სარწყავი არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა

ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში სარწყავი არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.
„ სათავე ნაგებობა, წლების წინ, წყალმოვარდნის შედეგად დაზიანდა. მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოეყო თანხა და არხის რეაბილიტაცია მოეხდინა. პროექტის დასრულების შემდეგ ახალი სარწყავი სისტემით 500-მდე ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოების ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს,“ – აღნიშნა გამგებელმა.

Visited 161 times, 1 visit(s) today