ლიხაურში და ჭანიეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს. საჯარო კონსულტაციები დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლიხაურში და ჭანიეთში ჩატარდა. მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლიხაურისა და აჭის მაცხოვრებელთა პრიორიტეტები: ლიხაურის ცენტრის კეთილმოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა. მოსაცდელისა და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
ჭანიეთის მაცხოვრებელთა პრიორიტეტები: სასაფლაოს გზა, სტადიონი და შიდა გზების მოწყობა. საბავშვო ბაღისთვის ატრაქციონების შეძენა, მოსაცდელის მონტაჟი და მილხიდების რეაბილიტაცია. ქაქუთში რკინა-ბეტონის გზების მოწყობა და პირველ ბრიგადაში წყლის მილის შეძენა აირჩიეს.

Visited 110 times, 1 visit(s) today