ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დასრულდა. ლოპოტას განახლებული დასასვენებელი კომპლექსი სტუმრების მისაღებად უკვე მზად არის. უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონია „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – ირაკლი ქადაგიშვილი, „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი – დავით საგანელიძე, ფონდის, საბანკო სექტორის, ბიზნეს სფეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
კახეთის რეგიონში მდებარე განახლებული „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის ფარგლებში, დამატებით 84-ნომრიანი სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა, 600-ადგილიანი ღონისძიებების დარბაზი, რესტორანი, ბუნგალო, ფიტნეს კლუბი, დახურული და ღია საცურაო აუზები აშენდა. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული „ლოპოტა სპა რეზორტის“ გაფართოების პროექტის მეორე ფაზის საინვესტიციო მოცულობა 5,4 მლნ აშშ დოლარია. პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში კი ტერიტორიაზე „შატო ბუერას“ მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ღვინის საწარმოს და რესტორანს გააერთიანებს.
კახეთის რეგიონში, უახლოეს მომავალში „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონ წინანდალი” გაიხსნება, რომელიც კახეთში ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე შენდება.

Visited 357 times, 1 visit(s) today