ლორიას ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდიანრეობს

05/07/2016

ბათუმის მერია სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ახორციელებს. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 40 სპორტული მოედნის კაპიტალური შეკეთება 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. სპორტული მოედნების კაპიტალური შეკეთებისთვის 1 მილიონ 200 ათასამდე ლარია გამოყოფილი.
სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. იცვლება დაზიანებული ღობეები, კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარების ბადეები და ხელოვნური საფარი.
სტადიონების კეთილმოწყობისთვის 3 ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებული კომპანიებია შპს “მონოლითი 2005“ და შპს “დოკასპორტი“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0