მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების განხილვა სამეგრელოში გაიმართა

11/09/2017

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 50 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული. მავნებლთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამეგრელოში გაეცნო. გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიასთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე ,მავნებელთან ბრძოლის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო დროებითი შტაბის წევრებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვდა. მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების პარალელურად გაფართოებულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო დასავლეთ საქართველოში და კონკრეტულად სამეგრელოში გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, მავნებლის პოპულაციის შემცირების და ლოკალიზების თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობა. .„სახელმწიფო აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია,როგორც ღონისძიებების მასშტაბურობის გაზრდა , ასევე მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, რაშიც ყველა რგოლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“ -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგოდ, სულ 83 ათას ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში, ინტენსიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა, რომელიც საკარმიდამო ნაკვეთებს და ნათეს ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და სამანქანე აგრეგატებით ამუშავებს. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართულია ასევე მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი, რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0