ეროვნული სატყეო სააგენტო აგრძელებს კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმის ფარგლებში მავნებლის მიერ დაზიანებული ბზის კორომების შეწამლვას ბიოლოგიური პრეპარატით, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
2016 წლის აქტიური ღონისძიებების შედეგად სამეგრელოს რეგიონში კერძოდ ლებარდეს ხეობაში, სადაც ბზა სრულად იყო დეფოლირებული წელს შეიმჩნევა რეგენერაციის მაღალი კოეფიციენტი.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში შეწამვლა წელიწადში 3-ჯერ ხორციელდება. გარდა ბიოლოგიური პრეპარატით შეწამლვისა ეროვნული სატყეო სააგენტო ფერომონიანი ხაფანგების გამოყენებით სისტემატიურ მონიტორინგს ანხორციელებს
Visited 332 times, 1 visit(s) today