მაია ლაგვილავა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და კომპანია „ფარმაკონის“ წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა შეხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და კომპანია „ფარმაკონის“ წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილებას იღებენ საქართველოში საერთაშორისო GMP სტანდარტის დანერგვაში, რომლის მიზანია უზრუნველყოს ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების მაღალი ხარისხი.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ის ტრენერები, რომლებმაც GMP ინსპექტორატის ჩამოყალიბების მიზნით, კონკურსით შერჩეულ კანდიდატებს უკვე ჩაუტარეს სწავლების ორი საფეხური დანიის , კომპანია „ფარმაკონში“ და საქართველოში არსებულ ფარმაცევტულ საწარმოებში. შეხვედრაზე ტრენერებმა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს გააცნეს სწავლების შუალედური შედეგები და პროცესი დადებითად შეაფასეს. აღნიშნულ ორ საფეხურზე კანდიდატებმა შეისწავლეს მედიკამენტების ხარისხის, უსაფრთხოების, სტანდართებთან შესაბამისობის პრინციპები და გამოიმუშავეს ინსპექტირებისთვის საჭირო უნარები. შეხვედრაზე ტრენერებმა აღნიშნეს რომ, როგორც მომავალ ინსპექტორებს, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ მაღალი მოტივაცია საქართველოში სრულყოფილად დაინერგოს კარგი საწარმოო პრაქტიკის GMP სტანდარტი.
შეხვედრაზე განიხილეს სწავლების მესამე ფილანური მოდულის საკითხები, რაც უშუალოდ წარმოების პროცესის შეფასების დეტალიზებულ შესწავლას მოიცავს.

Visited 389 times, 1 visit(s) today