მაია ცქიტიშვილი ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაციას შეხვდა. კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ქვეყანას პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. სხვა თემებთან ერთად, მხარეებს შორის საუბარი შეეხო თვითმმართველობის განვითარების საკითხებს, ახლადდამტკიცებულ დეცენტრალიზაციის სტრატეგიასა და ამ სტრატეგიის შესაბამისად დაწყებულ აქტივობებს.

Visited 58 times, 1 visit(s) today