მაია ცქიტიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იაპონიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მაია ცქიტიშვილმა სტუმარს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც ტადაჰარუ უეჰარამ აღნიშნა, იაპონია მზად არის საქართველოს მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში დაეხმაროს, რაც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისთვის.

Visited 167 times, 1 visit(s) today