მაია ცქიტიშვილი სტუდენტებს შეხვდა

13/12/2018

მთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს ესაუბრა.მაია ცქიტიშვილმა სტუდენტებს გააცნო, როგორც სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, ისე მთის განვითარების მიზნით სახელმწიფოს საქმიანობის შედეგები და ახალი ინიციატივები. ასევე, სტუდენტები დაინტერესდნენ სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებით და მასშტაბური ინფრასტრუქტურული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0