მაკა ჩიჩუამ დამწყები მწერლის შორენა ხუხუას ნამუშევრისთვის ილუსტრაცია შექმნა

12/09/2017

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ გამომცემლობის „პალიტრა L“ ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ერთერთი გამარჯვებულის, შორენა ხუხუას წიგნის ყდისთვის ილუსტრაცია შექმნა.
მაკა ჩიჩუამ წიგნის ავტორს წიგნის ილუსტრაციისთვის შექმნილი ნამუშევარი დღეს გადასცა.
„როდესაც მივიღე შეთავაზება გამეკეთებინა ილუსტრაცია გარეკანისთვის, ბევრი არ მიფიქრია ისე ავირჩიე შორენა ხუხუას „შემოვალ ეტლით“.
წიგნის შინაარსი ძალიან ახლობელია ჩემთვის. მე ვმეგობრობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ფართო სპექტრთან, არა მარტო ეტლიანებთან.
წიგნში ძალიან ბევრი ნიუანსი იყო ჩემთვის ახლობელი და კარგად ნაცნობი. წიგნი ძალიან კარგი ენით არის დაწერილი, ემოციურად და აზრობრივად დატვირთული. თავიდანვე მივხვდი, რომ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამ ნაწარმოების ყდას“,-აღნიშნა პირველმა ლედიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0