მაკა ჩიჩუა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის ახალი მოდელის DIR /Floor Time პრეზენტაციას დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის მეთოდების შესახებ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „პირველი ნაბიჯი საქართველო“ ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაზე, ისრაელიდან მოწვეულმა ექსპერტმა ანატ ოპენჰაიმმა დარგის პროფესიონალებსა და მშობლებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის ახალი მოდელი DIR /Floor Time წარუდგინა და მოდელის ძირითადი პრინციპები გააცნო. აღნიშნული მოდელი ძირითად აქცენტს თამაშის მნიშვნელობაზე აკეთებს.
ეს მიდგომა ითვალისწინებს სწავლებას ინტერესის აღმძვრელი აქტივობების განხორციელების მეშვეობით, რაც ბავშვს უვითარებს აზროვნების უნარს და აძლევს მიღებული გამოცდილების გენერალიზების საშუალებას.
აღნიშნული მეთოდი საქართველოში უკვე ინერგება და პროფესიონალები გადიან გადამზადებას. სექტემბრიდან „პირველი ნაბიჯი საქართველო“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს DIR/Floor Time მოდელითაც მოემსახურება.

Visited 164 times, 1 visit(s) today