მაკა ჩიჩუა თბილისში პარიზული ჩაის სახლის გახსნას დაესწრო

11/10/2017

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა თბილისში პარიზული ჩაის სახლის გახსნას დაესწრო, სადაც ცნობილი ფრანგული ბრენდის “პალე დე ტე” პროდუქციაა წარმოდგენილი.
მიწვეულ სტუმრებს ლუტეცია ჯგუფის დამფუძნებელმა ვახტანგ ფხაკაძემ და კომპანიის “პალე დე ტე” დამფუძნებელმა ფრანსუა-ხავიერ დელმასმა უმასპინძლეს. ღონისძიებას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საფრანგეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0