მაკა ჩიჩუა საქართველოში სტუმრად მყოფ ცნობილ ბელარუს მწერალს სვეტლანა ალექსიევიჩს შეხვდა

13/09/2017

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საქართველოში სტუმრად მყოფ ცნობილ ბელარუს მწერალს სვეტლანა ალექსიევიჩს შეხვდა.
მაკა ჩიჩუამ მადლობა გადაუხადა ნობელის ლაურეატ მწერალს საქართველოში სტუმრობისთვის და ერთგულ მკითხველებთან შეხვედრებისთვის.
როგორც მაკა ჩიჩუამ აღნიშნა, ქალბატონი სვეტლანას ნაწარმოებებში ასახულია თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური და მწვავე საკითხები, რომლებიც ნებისმიერი მკითხველისთვის უმნიშვნელოვანესია.
სვეტლანა ალექსიევიჩი ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება და მკითხველებთან მართავს შეხვედრებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0