მაკა ჩიჩუა UNICEF-ის წარმომადგენელს ლაილა ომარ გადის შეხვდა

23/02/2017

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმოამდგენელს საქართველოში, ლაილა ომარ გადის სამუშაო შეხვედრაზე უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვა, ბავშვების ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა და სხვადასხვა პროექტების ერთობლივად განხორციელების დაგეგმვა იყო. მაკა ჩიჩუამ და ლაილა ომარ გადიმ ახალი ანტისტიგმა პროექტის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც მოძრაობა „დაინახე ყველა ფერი“ სახელწოდებით იწყება და ორი წლის განმავლობაში განახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდება, რომლის მიზანი შშმ პირთა შესახებ საზოგადოებაში არსებული სტიგმების დაძლევაა, რასაც ადვოკატირებას განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და მათი მშობლები თავად გაუწევენ. საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, როგორც მოძრაობის მხარდამჭერი და პარტნიორი მიიღებს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას და გამოთქვამს მზაობას, რომ მომავალშიც ითანამშომლებს პროექტის ორგანიზატორებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0