მალე ზღვის სანაპიროზე ახალი ჯებირის მშენებლობა დაიწყება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მალე ზღვის სანაპიროზე ახალი ჯებირის მშენებლობა დაიწყება. დღეს ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სანაპირო ზოლი კომპანია „ალიანსის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მხარეებმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ეფექტურად განხორციელებაზე ისაუბრეს. „ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე ახალი ჯებირი და კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. სამუშაოების განსახორციელებლად 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულება 2018 წლის ზაფხულში იგეგმება.

Visited 151 times, 1 visit(s) today