მალე ფიჭვნარში საბავშვო ბაღი გაიხსნება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალი სასწავლო წლიდან ფიჭვნარში 150 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება. დასახლებაში საბავშვო ბაღი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით აშენდა. ამ ეტაპისთვის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყო სანიაღვრე არხები, ღობე და ეზო დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. პროექტის ფარგლებში დაიგება მწვანე ზოლი და მოეწყობა საბავშვო კუთხე, სადაც სხვადასხვა სახეობის ატრაქციონი დამონტაჟდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა, სადაც მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა. შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღი ცეცხლაურსა და დაგვაშიც გაიხსნება

Visited 204 times, 1 visit(s) today