მალთაყვის სანაპირო ზოლზე მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

18/12/2017

მალთაყვის სანაპირო ზოლზე მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.სამუშაო პროცესი ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ დაათვალიერა. ბულვარის სიგრძე 800 მ გაიზრდება და მშენებლობის მეორე ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, მცირე არქიტექტურული ფორმებისა და საყვავილეების, გარე განათების სისტემის მონტაჟი განხორციელდება.
პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდიდან ფინანსდება და მიმდინარე წელს 2 მილიონ 780 ათასი ლარის სამუშაოები იქნა განსაზღვრული. მშენებლობას კოპმპანია „ანტ სტროი ლტდ 2016“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0