მალხაზ თორია, რეგიონის მერებს შეხვდა

13/02/2021

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლადანიშნული სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მის მოადგილეებთან ერთად რეგიონის მერებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და საჭიროებებს, ისაუბრა მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციით დღის წესრიგში მდგარი საკითხების დროულ და ეფექტურ გადაჭრაზე.
როგორც მალხაზ თორიამ შეხვედრაზე აღნიშნა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, განახორციელებს იმ პროექტებს რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და გუნდს ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ჩემი დანიშვნისთვის. ბოლო 6 თვეა სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ვასრულებ, მანამდეც ჩემი საქმიანობით დაკავშირებული ვიყავი ამ რეგიონთან, ვიცნობ იმ სპეციფიკას და საჭიროებებს რაც ჩვენს რეგიონს აქვს.
ამჟამად ისევე, როგორც მთელს საქართველოს, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ ამოცანას წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლა, ამავდროულად ეკონომიკის აღდგენა, მისი გაჯანსაღება, პანდემიის პერიოდში ინფრასტრუქტურული პროექტების, სახელმწიფო თუ მუნიციპალური სერვისების შეუფერხებლად განხორციელება, თითოეული მოქალაქის საჭიროებებსა და პრობლემებზე დროული რეაგირება და ზრუნვა. სწორედ ამ პრიორიტეტებით და საკითხებით ვაპირებთ რეგიონში მუშაობას და მის კიდევ უფრო წინ წაწევას“- განაცხადა მალხაზ თორიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0