მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიასზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი აქცენტები გააჟღერა, როგორც ოკუპაციის პრობლემის დასაძლევად, ასევე რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიასზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი აქცენტები გააჟღერა, როგორც ოკუპაციის პრობლემის დასაძლევად, ასევე რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით.
დავით ზალკალიანის შეფასებით უმნიშვნელოვანესია “თბილისის ფორუმის” შესახებ ინიციატივა, რომელითაც საქართველო გამოდის იდეით შავი ზღა და კავკასიის რეგიონი იქცეს კონფრონტაციისა და დაპირისპირებიდან, მშვიდობისა და კეთილდღეობის რეგიონად.

“პრემიერის გამოსვლა იყო კონცენტრირებული როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც დღვანდელი მსოფლიოს წინაშეა, ასევე ამ გამოწვევებთან ეფექტიანი საშუალებებით გამკლავებაზე. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ გაჟღერდა ახალი ინიციატივა, მოგეხსენებათ რამდნიმე წლის წინ გაეროს ტრიბუნიდან საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზა “აბრეშუმის გზის ფორუმის” გამართვა, რაც რეალობად იქცა და თავის შედეგებს იძლავა. დღეს გაჟღერდა ახალი ინიციატივა “თბილისის ფორუმთან” დაკავშირებით, რომელიც ფოკუსირებული იქნება შავ ზღვაზე და კავკასიაზე ანუ რეგიონზე, რომელიც დაპირისპირების და კონფრონტაციის რეგიონიდან უნდა გადაიქცეს მშვიდობის და განვითარების რეგიონად, მნიშვნელოვანია, რომ ამ იმის ინიციატორი გახლავთ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება.

Visited 88 times, 1 visit(s) today