მამუკა ბახტაძემ გენუაში, ხიდის ჩამონგრევისას დაღუპულთა გამო იტალიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

17/08/2018

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გენუაში, ხიდის ჩამონგრევისას დაღუპულთა გამო იტალიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

„იტალიაში, გენუაში მოხდა დიდი ტრაგედია. ხიდის ჩანგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, მინდა იტალიელ ხალხს, იტალიის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო ეს უდიდესი დანაკარგი და გამძლეობა ვუსურვო ამ უმძიმეს წუთებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გენუაში 15 აგვისტოს საავტომობილო ხიდის ჩამონგრევას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0