მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა

06/10/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა. მთავრობის მეთაური რიყის პარკში იმყოფებოდა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის – ყვავილების ფესტივალი – „შემოდგომის დღესასწაული”, კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, საბავშვო გასართობი პროგრამები, გასტრონომიული ფესტივალი და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა. მამუკა ბახტაძე რიყის პარკში თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.
“თბილისობა 2018” 6 და 7 ოქტომბერს იმართება. ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0