მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების მინისტრს შეხვდა

22/12/2017

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.
განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით საგადასახდო სისტემების სრულყოფის მიმართულებით.
მხარეებმა ისაუბრეს საგადასახადო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენისა და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლის საკითხებზე.
მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც საშუალება იქნება სამუშაო რეჟიმში, ადგილზე გაეცნოს საგადასახადო სფეროში ქართული მხარის მიერ მიღწეულ შედეგებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0