მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

27/11/2017

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ვენჩაი ჟანგს (Wencai Zhang) შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება იმ მიმართულებით, რომელიც გათვალისწინებულია აზიის განვითარების ბანკის 2014-2018 წლებისთვის გათვალისწინებულ სტრატეგიაში და მიზნად ისახავს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, რეგიონული კავშირის გაძლიერებას.
ფინანსთა მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მიმდინარე და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0