მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

27/02/2018

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს გააცნო მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.
მამუკა ბახტაძემ აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0