მამუკა ბახტაძე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის, სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.
ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო პერიოდის გამოწვევად ცალკეული კანდიდატების მიმართ სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი რიტორიკის გამოყენება დაასახელეს და იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს სხვადასხვა სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. განიხილეს ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც რეფორმის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული მაკოორდინირებელი ორგანო იქნება.

Visited 198 times, 1 visit(s) today