მამუკა ბახტაძე ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის განვითარებისთვის, ისევე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამის თანახმად 2022 წლამდე ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა დასრულდეს. ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზა იქნება 52 კილომეტრამდე სიგრძის გზა საჩხერიდან იწყება, 7 სოფელს გაივლის და ამბროლაური-ონის გზას შეუერთდება, რომელიც ამბროლაურიდან 20 კმ-ის, ხოლო ონიდან 5 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ახალი გზა საჩხერე-ონის მარშრუტზე მგზავრობას, სულ მცირე 1 საათით შეამცირებს, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს. ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია ზემო იმერეთი-რაჭის გზის პროექტის პირველი ლოტის 2.5 კმ-ზე, მე-2 და მე-6 ლოტებზე სამუშაოები გრძელდება, დანარჩენ მონაკვეთებზე კი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

Visited 113 times, 1 visit(s) today