მამუკა ბახტაძე პატრიკ შანაჰანს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას გაესვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელ პატრიკ შანაჰანის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
განსაკუთრებით აღინიშნა ის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში. ისაუბრეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებაზე, ასევე ერთობლივი თუ მრავალეროვნული სწავლებების ინტენსიფიკაციაზე.
ამერიკული მხარის შეფასებით, საქართველო თავდაცვის სფეროში მოწინავე რეფორმატორი ქვეყანაა. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ქართველი სამხედროების გამორჩეულ სიმამაცეს.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრნენ.

Visited 152 times, 1 visit(s) today