მამუკა ბახტაძე საქართველოში ADB-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

20/11/2017

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საქართველოში ADB-ის მუდმივ წარმომადგენელს, იეშიმ ელჰან კაილარს (Yesim Elhan-Kayalar) შორის გამართულ შეხვედრაზე.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები ტრანსპორტის, წყალმომარაგების, ენერგეტიკის სფეროში. ისაუბრეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდება.
ძირითადი აქცენტი გაკეთდა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და ადგილობრივი და მეორადი გზების პროექტებზე, რომელთა ნაწილი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ყურადღება გამახვილდა ADB-ის საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0