მამუკა ცოტნიაშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

15/03/2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს გაგი ბუაძეს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორს რეგიონებში არსებული დევნილთა ჩასახლებების საჭიროებები გააცნო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამინისტროსა და ფონდის მიერ ერთობლივად განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0