მანანა ბერიკაშვილი, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბერლინში

19/10/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ბერლინში. მინისტრის მოადგილე დაესწრო ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში, ბერლინის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში მიმდინარე ქართული ფილმის რეტროსპექტივას, ასევე შეხვდა ბერლინალეს ფორუმისა და „არსენალის“ არქივის დამფუძნებლებს, ქალბატონ ულრიხ და ერიკა გრეგორებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუსეთის არქივებში დაცული არქივების მიღმა, „არსენალის“ კოლექცია ყველაზე მდიდარია ქართული კინოფირებით. აღნიშნული არქივის ინიციატივითა და ხელშეწყობით, აღდგა და გაციფრულდა არაერთი ქართული ფილმი. ვიზიტის ფარგლებში, მანანა ბერიკაშვილმა შეხვედრა გამართა ქართველ გალერისტთან, ქალბატონ რუსა მაკოვსკისთან, რომლის საგამოფენო სივრცეშიც, ამჟამად, ორი ქართველი ხელოვანის – დათო დოთიაშვილისა და ბესო როსტიაშვილის გამოფენა მიმდინარეობს. შედგა შეხვედრა ასევე, ბერლინის ფილარმონიის მენეჯმენტთან, სადაც განიხილეს საქართველო-გერმანიის წლისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ამ პრესტიჟულ სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებები.
17 ოქტომბერს, ქართული დელეგაცია დაესწრო ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციას, რომელზეც ზურაბ ქარუმიძემ და გერმანელმა ლიტერატორებმა ავტორის რომანის – „დაგნი, ანუ სიყვარულის ნადიმი“ – გერმანული გამოცემა წარადგინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0