მაჟორიტარებთან კონსენსუსი შედგება

16/05/2017

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მაჟორიტარებთან კონსენსუსი შედგება. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპარლამენტო განხილვის შედეგები გვიჩვენებს, რა სახით ჩამოყალიბდება კონსტიტუცია მთლიანობაში.

“ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით, ვთქვით, რომ გაგრძელდება საპარლამენტო განხილვები. კომისიამ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი არსებული სახით, რომელიც ითვალისწინებს უკვე შემდეგი არჩევნებისთვის გადასვლას პროპორციულ სიატემაზე. გაგრძელდება საპარლამენტო განხილვები. ჩვენ დღეს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ 116 დეპუტატის სახელით ვისაუბროთ. შესაბამისად, გაგრძელდება საპარლამენტო განხილვები.
ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ კონსენსუსი შედგება ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ამის რესურსი ნამდვილად არსებობს. საბოლოო ჯამში, საპარლამენტო განხილვის შედეგები გვიჩვენებს, რა სახით ჩამოყალიბდება კონსტიტუცია მთლიანობაში”, – განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0