მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ამომრჩევლებს შეხვდა

11/08/2017

#58-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ამბროლაურის მოქალაქეთა მიღება გამართა. ამომრჩევლები დეპუტატს მათ პრობლემებზე ესაუბრნენ და სხვადასხვა საკითხების მოგვარების მიზნით განცხადებებით მიმართეს. პრობლემების შესწავლა და მათზე რეაგირება ბიუროს ამბროლაურის ოფისს დაევალა.
#58 საარჩევნო ოლქი ხუთ მუნიციპალიტეტს აერთიანებს – ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია. ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ბიუროს შესაბამისი ოფისები. დეპუტატის ბიუროში მოსახლეობის მიღება ხუთივე რაიონში იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0