მარადისში დასასვენებელი სკვერი ეწყობა

17/11/2017

სოფელ მარადისში დასასვენებელი სკვერის მოწყობის მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“- ის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 417 ლარით. აღსანიშნავია, რომ მარადისლებისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი სივრცე, რომელიც მთელს პერიმეტრზე შემოსაზღვრული იქნება მავთულბადის ღობით, სადაც მოეწყობა დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული ბილიკი, გარე განათების ბოძები, მოსასვენებელი სკამები და ფანჩატური.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოზარდებისთვის ფრენბურთის მოედანი, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სათამშო კუთხე მოეწყობა, სადაც განთავსებული იქნება საქანელა, აიწონა-დაიწონა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0