მარიამ ჯაში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

24/10/2017

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი მათიაშვილის ინფორმაციით, უნივერსიტეტი იმ მდიდარი ტრადიციების გამგრძელებელია, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლის დამაარსებელმა, პროფესორმა გურამ თავართქილაძემ ჩაუყარა საფუძველი.
უნივერსიტეტი მოწოდებულია, დააკმაყოფილოს სტუდენტების მოთხოვნილება შრომის ბაზარზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიან განათლებაზე. დაწესებულება უზრუნველყოფილია სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობისათვის აუცილებელი რესურსებით.
მარიამ ჯაშმა დაათვალიერა უახლესი ნორმატივების მიხედვით აღჭურვილი აუდიტორიები, რადიო და ტელე ლაბორატორიები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კაბინეტები, სააქტო დარბაზი,ლიტერატურული კლუბი, სტუდენტური კაფე, ინტელექტუალთა კლუბი და სპორტული მოედანი.
ასევე, მოინახულა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც მდიდარია წიგნადი ფონდით. უნივერსიტეტის კომპიუტერულ ცენტრში სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ელექტრონული ბიბლიოთეკითა და ლექციების DVD ვერსიებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0