მარიამ ჯაში მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ მე-6 საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ მე-6 საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენცია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა.
მისასალმებელ სიტყვაში მარიამ ჯაშმა ხაზი გაუსვა მეუფე სტეფანეს ღვაწლს მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნაწილების მოძიებაში. „ღმერთმა ინება, რომ 14 საუკუნის შემდეგ აღმოჩენილი იქნა ქრისტიანობისთვის წამებული მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნაწილები საქართველოში“,-აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მან ყურადღება გაამახვილა გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, მეუფე იოანესთან ერთად კომიტეტის თანამშრომლობაზე.
მარიამ ჯაში: „ჩვენ ერთობლივად უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოხდეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის უდიდესი ტრადიციების გაძლიერების შესაძლებლობების განხილვა. არსებობს კონკრეტული გეგმა, რომ 900 წლის ტრადიცია გაძლიერდეს და საქართველო აღმოსავლეთის ქრისტიანულ მეცნიერებათა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცეს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საკითხი გამოყო, რომელიც მისი მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის, მთავრობის, საპატრიარქოს და მეცნიერთა ერთობლივი თანამშრომლომის კუთხით.
„საქართველოში არაერთი წმინდანის წმინდა ნაწილები განისვენებს. ჩვენი ქვეყანა შეიძლება გახდეს ბევრად უფრო ცნობილი და მიმზიდველი ცენტრი მართლმადიდებლური მრევლისა და პილიგრიმებისთვის, რადგან გვაქვს უდიდესი საუნჯე მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მინდა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სახელით დაგიდასტუროთ ამ მიმართულებით ხელშეწყობისთვის მზაობა“.

Visited 135 times, 1 visit(s) today