მარიამ ჯაში პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „გურულ დღეებს“ დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიებას – „გურული დღეები“ დაესწრო. როგორც ღონისძიების გახსნაზე ითქვა, გურული დღეების მასშტაბურად აღნიშვნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „ღია მმართველობის პროგრამაში” წარმატებულმა მონაწილეობამ განაპირობა.
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე, შესრულდა გურული სიმღერები, გაიმართა გურული ვაზის უნიკალური ჯიშებისგან დამზადებული ღვინისა და არყის გამოფენა და მათი დეგუსტაცია.
ღონისძიებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა “ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.
მარიამ ჯაშმა მოწვეულ სტურმრებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დეცენტრალიზაციის არსზე და მოსალოდნელ შედეგებზე. მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოხატა.

Visited 173 times, 1 visit(s) today