მარიამ ჯაში უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა

10/07/2017

ქალაქ ვენაში უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ჰოფბურგის სასახლეში საზეიმო მიღება – ქართული საღამო გაიმართა, რომელშიც საქართველოსა და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ესწრებოდა.
ღონისძიებაზე ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ანსამბლმა ქართული ცეკვები წარმოადგინა.
საღამოზე, მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაემყარებიათ საჭირო კონტაქტები, მათ შორის, განეხილათ უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამების დანერგვის შესაძლებლობები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0