მარიამ ჯაში 128-ე საბავშვო ბაღში გამართულ შემოდგომის ფესტივალს დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, სამგორის რაიონში, 128-ე საბავშვო ბაღში გამართულ შემოდგომის ფესტივალს დაესწრო. ფესტივალზე ბაღის აღსაზრდელების მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და ასევე ბაღის აღსაზრდელების მიერვე შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
ბაღის აღსაზრდელებმა შემოდგომის ფერებით მორთეს ბაღის ოთახი. ღონისძიების ფარგლებში პატარებმა ცეკვები წარმოადგინეს და შემოდგომაზე შექმნილი საბავშვო სიმღერები შეასრულეს. წაიკითხეს საბავშვო პოეტების მიერ შემოდგომისადმი მიძღვნილი ლექსები.
ღონისძიების ბოლოს სტუმრებმა და პატარებმა ჩურჩხელები ამოავლეს და საგანგებოდ მოწყობილი ზეიმით გააცილეს შემოდგომა.

Visited 231 times, 1 visit(s) today