მარიკა დათუკიშვილმა მმართველ გუნდს არჩევნებამდე 3 თვით ადრე ბიუჯეტში ცვლილებების განხორცილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს მხარს არ დაუჭერს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 4 მილიონი ლარით იზდება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამების დაფინანსება, რაც მისი თქმით, არჩევნების წინ ერთჯერადი დახმარებების სახით თანხების გაცემას უკავშირდება.
მარიკა დათუკიშვილმა ბრიფინგზე საბავშვო ბაღების მიმართულების, ასევე მერის სარეზერვო ფონდის დაფინანსების გაზრდის თაობაზეც ისაუბრა და მმართველ გუნდს არჩევნებამდე 3 თვით ადრე ბიუჯეტში ცვლილებების განხორცილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

Visited 131 times, 1 visit(s) today