მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა

31/08/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა, სადაც სამაჟორიტარო ბიუროების გაუქმების ინიციატივით საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს მიმართა. როგორც, დეპუტატმა ბრიფინგზე განაცხადა, ფრაქციამ დადგენილების პროექტი უკვე მოამზადა, რომელშიც აღნიშნული ინიციატივის საფუძველი დეტალურად არის დასაბუთებული. მარიკა დათუკიშვილის ინიციატივაა ბიუროებისთვის გამოყოფილი მილიონ-ნახევარი ლარი თბილისელების ინტერესებს მოხმარდეს, რისთვისაც უმრავლესობას მხარდაჭერისთვის მიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0