მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ერთობლივი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

08/02/2024

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ ფარგლებში, მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ერთობლივი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები 2023 წელს ოფიციალურად შეუერთდნენ ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას და მემორანდუმზე ხელმოწერით მისი წევრები გახდნენ. სწორედ ამ თანამშრომლობის საფუძველზე აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის და ევროპის საფესტივალო ასოციაციის – ევროპის საფესტივალო ქალაქების ფარგლებში, შეიქმნა „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა“, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანდრიუს კალინდრამ და ნიდერლანდების სამეფოს ფონდის „კავკასიის“ მდივანმა ჰენდრიკ მენნო ვან უილიამ სილფჰაუტმა. ფორუმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე უძღვებოდა. მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებულ, ერთობლივ ფორუმში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და 10 ქვეყნის დელეგატები იღებდნენ მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0