მარნეულის მერი თაქალოს სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

15/11/2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) ხელმძღვანელების სტუმრობას მიეძღვნა.
2015 წელს, აღნიშნულ სკოლას რებილიტაცია- ინვენტარიზაცია თიკას ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.
სკოლაში სააგენტო თიკას ვიცე პრეზიდენტის მეჰმეთ სურეია ერის და თურქეთის მხარის ოფიციალური პირების სტუმრობის მიზანს რეაბილიტირებული სკოლის მონახულება და ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემა წარმოადგენდა.
ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, პარლამენტის დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის საკრებულოს წევრი ამირან გიორგაძე, ადგილობრივი რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი კენან ომაროვი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სკოლაში მყოფ სტუმრებს, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიებით უმასპინძლეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0