მარნეულის მუნიციპალიტეტში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

09/06/2017

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მარნეულის მუნიციპალიტეტში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატები, რეგიონის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დიალოგის რეჟიმში განიხილეს და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0