მარნეულის მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის მიწოდების პროცესის გასაუმჯობესებლად შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის, ალგეთისა და ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეულისთვის სასმელი წყლის მომარაგების საკითხთან დაკავშირებით, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, მოადგილე, ალექსანდრე მეტრეველი, მარნეულის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე, საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრები, კომპანია “რუსთავწყალის“ ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. აღნიშნულ სამ ადმინისტრაციულ ერთეულს, სასმელი წყლით შპს “რუსთავწყალი“ ამარაგებს. კომპანიის საკუთრებაში არსებული სასმელი წყლის ცენტრალური მილსადენი ამორტიზებულია და საჭიროებს რებილიტაციას, რაც იწვევს წყლის წნევის ვარდნას, რაც აფერხებს მოსახლეობისთვის სასმელი წყლის ნორმალურ რეჟიმში მიწოდებას. ამ ეტაპისთვის ქვემო ქართლის გუბერნიისა და ადგილობრივ თვითმმართველობის ჩართულობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხზე.

Visited 307 times, 1 visit(s) today