მარნეულში სახალხო თეატრების ფესტივალი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალს მასპინძლობს.
სახალხო თეატრების ფესტივალის კვირეულის გახსნის ცერემონია დღეს, კულტურის სახლში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალის გახსნის ცერემონიის შემდეგ, კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასის სპექტაკლის „დაარქვი, რაც გინდას“ პრემიერა გაიმართა,– გოჩა ხვიჩიას რეჟისორობით, რომელიც ამავე ფესტივალის კონკურსში იღებს მონაწილეობას.
ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოდგენილი რვა სახალხო თეატრი მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალს კონკურსის სახე აქვს, სადაც გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები და გადაეცემათ სპეციალური ჯილდები.
ღონისძიება მარნეულის „კულტურის ცენტრის“ ინიციატივითა და გამგეობის მხარდაჭერით იმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ სახალხო ფესტივალების ჩატარება მარნეულში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს სახალხო თეატრის წახალისებას და პოპულარიზაციას.

Visited 134 times, 1 visit(s) today