მარნეულში 31 დევნილი ოჯახისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 31 სახლი იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებიც წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ. ინოვაციური პროექტის განხორციელება გერმანიისა და საქართველოს მთავრობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობაც იწყება. პროექტი, დამატებით, დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლის აშენებას, დევნილთა დასახლებებში 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენებასა და 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

Visited 55 times, 1 visit(s) today