მარტვილისა და სოფელ სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გრძელდება

13/10/2017

მარტვილისა და სოფელ სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გრძელდება.
პროექტის ფარგლებში დაიგება 1 857 მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ასევე მოეწყობა გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები ეზოში შესასვლელებში.
მიმდინარე სამუშაოებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი მამუკა კეკელია გაეცნო.
პროექტის ღირებულება 652 875 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მარტვილავტოგზა“ ასრულებს.
ამ ეტაპზე დასაქმებულია -30 ადამიანი და 10 ერთეული ტექნიკა.
ქ. მარტვილი – სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0